რუსეთში, ჩუკოტკაში თვითმფრინავი გაუჩინარდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ჩუკოტკაში ავიაკომპანია Strizh Aviation-ის კუთვნილი An-2 ტიპის თვითმფრინავი გაუჩინარდა. ინფორმაციას სახელმწიფო მედია TASS ავრცელებს და წერს, რომ ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა - ეკიპაჟის ორი წევრი და ერთი მგზავრი.

თვითმფრინავი პევეკიდან აფრინდა და უკანაც ამ ადგილზე უნდა დამჯდარიყო, თუმცა დაფრენისას კონტაქტი არ დამყარდა.

იგივე მარშრუტზე აფრინდა Mi-8 ვერტმფრენი მაშველებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი