
პენტაგონის განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყსა და სირიაში 46-ჯერ დაესხნენ თავს. უწყების ცნობითვე, თავდასხმების შედეგად 56 ადამიანია დაშავებული.
"17 ოქტომბრის შემდეგ, აშშ-სა და კოალიციის ძალებს თავს დაესხნენ მინიმუმ 46-ჯერ. მათ შორის, 24-ჯერ ერაყში და 22-ჯერ სირიაში, უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმების საპასუხოდ გუშინ, 9 ნოემბერს, აშშ-მა აღმოსავლეთ სირიაში იარაღის შესანახ ობიექტზე იერიში მიიტანა.