
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი, ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას შეეხება.
"საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა - ის დაშორდა ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ, რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უნდა იქნას გაგებული, როგორც საჩუქარი პროევროპული სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და მოსახლეობისთვის," - წერს გერმანელი დეპუტატი X-ზე.