სამთვიანი კონსულტაციები - უკრაინიდან გამოწვეული თეიმურაზ შარაშენიძე ისევ თბილისშია

გამოქვეყნდა:

უკვე სამი თვეა, რაც საქართველოს დიპლომატიური უწყება უკრაინაში ხელმძღვანელის გარეშეა. თეიმურაზ შარაძენიძე კონსულტაციებისთვის 8 მაისს, მას შემდეგ გამოიწვიეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

როგორც ჩანს ხელისუფლება დიპლომატებსაც შერჩევითად ექცევა. მაგალითად ბელარუსში საქართველოს ელჩისთვის თბილისიდან მინსკის მიმართულებით სპეცრეისიც შესრულდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა თეიმურაზ შარაძენიძისთვის, რომელიც უკვე სამი თვეა დედაქალაქშია და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან დაუსრულებელ კონსულტაციებს მართავს.

დიპლომატები, რომლებიც წლების გამოცდილება აქვთ, ამბობენ რომ ხელისუფლების გადწყვეტილება ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობას აზიანებს.

ანტისახელწმიფოებრივს უწოდებს ოპოზიცია დავით ზალკალიანის გადაწყვეტილებას, დიპლომატის საქართველოში დაყოვნების შესახებ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაფუჭება, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს უცნობია, როდის წავა დიპლომატი უკრაინაში. საქართველოში უკრაინის ელჩი სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, როდესაც მისი კოლეგა დიპლომატი სამთვიანი კონსულტაციების შემდეგ ისევ თბილისში რჩება. 

ავტორი: შოთა კიკნაძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი