"ქალბატონი სალომე არ იშლის მაინც ჯიუტობას, აგრძელებს მოგზაურობებს, დასვენებებს, ახლობლების მონახვებს, საფრანგეთშია ხშირად და მაგიტომ. თუმცა ლეგიტიმაცია არ აქვს, თქვენ იცით, ის არღვევს კონსტიტუციას და შესაბამისად ჩვენი მხრიდან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების მხრიდან, მას ლეგიტიმაცია არ აქვს. ქალბატონი სალომე, ბოლო 2 წელია გადაბარგდა რადიკალების ნარატივზე".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.