
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ანექსირებულ ყირიმში ღამით, დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა რუსული სადესანტო გემები - „დაზიანებულია ორი სადესანტო ხომალდი და ეს ოპერაცია გაგრძელდება“, - განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.
უფრო კონკრეტულად კი, საუბარია პროექტ 11770 „სერნას“ სადესანტო ნავებზე. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, თავდასხმის დროს, გემებზე იმყოფებოდა ეკიპაჟი და ჯავშანტექნიკა.
"სერნას" კლასის პატარა ზომის ხომალდს მაღალი სიჩქარე აქვს და იტევს 45 ტონამდე ტვირთს და 92-მდე შეიარაღებულ სადესანტო პერსონალს.
ოკუპანტები ამ ხომალდებს საზღვაო ქვეითთა მოწინავე ჯგუფების ევაკუაციისთვის იყენებენ.