ოკუპირებულ ყირიმში რუსმა სამხედროებმა პოლკოვნიკს სცემეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა | უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ყირიმში მობილიზებულმა რუსებმა თავიანთი პოლკოვნიკს სცემეს - ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს და წერს, რომ  შემთხვევა 2023 წლის 1-ელ ნოემბერს, დროებით ოკუპირებულ სიმფეროპოლში მოხდა.

"მე-20 მოტომსროლელი დივიზიის  ჯარისკაცების ჯგუფმა, რომელიც სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 არმიის ნაწილია, მძიმე დაზიანებები მიაყენეს პოლკოვნიკ მუსურბეკოვს.

2023 წლის 7 ნოემბერს სიმფეროპოლის საავადმყოფომ დაადასტურა მუსურბეკოვის გარდაცვალება მიღებული დაზიანებებისგან.

იმავე დღეს, პოლკოვნიკის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა რუსმა სამხედროებმა, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულებმა, ქვედანაყოფი დატოვეს და  რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქში გაიქცნენ" - წერს უკრაინის დაზვერვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი