მოჩვენებითად მონათლული შემრიგებლობა და შემგუებლობა ოკუპაციასთან არ არის შედეგის მომტანი - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა,რომელიც კირბალში, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სამძიმარზე იმყოფებოდა.
"სისხლიანი ოკუპაცია გრძელდება თავისი სისასტიკით და უსამართლობით. ამის საპასუხოდ ქართულმა სახელმწიფომ აქტიური საგარეო პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს და მოჩვენებითად მონათლული შემრიგებლობა და შემგუებლობა ოკუპაციასთან არ არის შედეგის მომტანი. აქედან გამომდინარე, ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი" - ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს, კირბალში, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად ასული თამაზ გინტური მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.