დამნაშავეები დაისჯებიან თავის დროზე შეძლებისდაგვარად | ხინჩეგაშვილი გინტურის მკვლელებზე

გამოქვეყნდა:

სამართალი აღდგება და დამნაშავეები დაისჯებიან - აცხადებს გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც კირბალში, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სამძიმარზე იმყოფებოდა.  

"სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს. მოგეხსენებათ დააბრუნეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული.. მას მალე გამოჯანმრთელებას და შეძლებისდაგვარად უკეთეს მდგომარეობას ვუსურვებთ. რაც შეეხებათ დამნაშავეებს, ყველას სურვილია და სამართალი აღდგება და დაისჯებიან თავის დროზე შეძლებისდაგვარად",  - თქვა ხინჩეგაშვილმა

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს, კირბალში, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად ასული თამაზ გინტური მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი