"ჩვენ ვცხოვრობთ გაურკვევლობის და არაპროგნოზირებადობის ეპოქაში. უკრაინაში ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გამოსავალი ჯერ -ჯერობით არ ჩანს. ვხედავთ კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში და ასევე საქართველოში, რომლის ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ამ კონფლიქტებზე პასუხი არის მშვიდობა და ყველა მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს, რათა ერთად მივაღწიოთ მშვიდობას. ამიტომ, მე მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და გესაუბროთ საქართველოს წარმატების ისტორიაზე. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს საქართველოს 20% იყო ოკუპირებული და დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
პირველი ომი, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდა მეოცე საუკუნეში, მოხდა 2008 წელს. 1990-იან წლებში ჩვენ ასევე გვქონდა სამოქალაქო ომი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, რომელსაც მხარს უჭერდა რუსეთი იმ დროს. შემდეგ, ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი დიდი ომის დაწყება, ერთი წლის წინ, უკრაინაში. ასე რომ, ზოგადად ძალიან რთული სიტუაციაა. ამიტომ, საქართველოს ამოცანაა, რომ რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიოს. ჩვენ, ჩემმა მთავრობამ, მივაღწიეთ უპრეცედენტო და უწყვეტ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ყველა წინა მთავრობის დროს საქართველოში იყო ომები, ჩვენი მთავრობის დროს კი ომი არ ყოფილა და ჩვენ ვიზრდებით ეკონომიკურად, ვვითარდებით. რა თქმა უნდა, ოკუპაცია არსებობს და ის არსად გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. რადგან ჩვენ ამ კონფლიქტებს დაუყოვნებლივ ვერ გადავჭრით. ამ პერიოდში ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო რეჟიმი, შემდეგ ევროპული პერსპექტივა და სულ რაღაც ორი დღის წინ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი."
თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.