აღჭურვილობა დრონებისთვის, გენერატორები და ნაღმმტყორცნები | უკრაინის ახალი სამხედრო დახმარება ლიეტუვადან და გერმანიიდან

გამოქვეყნდა:

ლიეტუვამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გამოაცხადა, რომელშიც შედის უპილოტო თვითმფრინავების აღჭურვილობა და გენერატორები.

"ლიეტუვა უკრაინას გადასცემს ტექნოლოგიებს, რომლებიც მას ბრძოლის ველზე დაეხმარება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დღევანდელი ომი მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიებს", - განაცხადა ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა.

8 ნოემბერს კი გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობისგან მიიღო ბრძანება, რომ უკრაინას დაახლოებით 100 000 ცალი, 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები მიაწოდოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი