ერთიანობის მანიფესტი | მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ნიკა მელია პასუხობს

გამოქვეყნდა:

ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირების კიდევ ერთი პიკი. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ნიკა მელია კონტრ შეთავაზებით პასუხობს. მესამე პრეზიდენტის იდეას ერთიანობის მანიფესტის შექმნის შესახებ მელია ალტერნატიულ დოკუმენტს უპირისპირებს და აცხადებს, რომ პარტიის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალება ნდობის უფლებამოსილი საბჭოს დაფუძნებაა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მელიას შემოთავაზებით გადაწყვეტილებას არა თავმჯდომარე ან პოლიტსაბჭო, არამედ ახალი ნდობის საბჭო მიიღებს. 

ვინ უნდა იყოს საბჭოს ხელმძღვანელი, მელიას წერილობით განცხადებაში არ დაუკონკრეტებია. 

მანამდე   კი მესამე პრეზიდენტმა პარტიის ყველა წევრს ახალი მანიფესტის ხელისმოწერისკენ მოუწოდა და მკაფიოდ თქვა რომ ვინც მის მიერ ინიცირებულ  დოკუმენტს არ შეუერთდება, პარტიის გარეთ აღმოჩნდება.

"ნებისმიერი მანიფესტი უნდა შეიცავდეს შინაარსს, რომელიც ჩვენ ჯერ არ გვინახავს. მიხეილ სააკაშვილმა ხომ იცის სამწუხაროდ, კეზერაშვილ-მერაბიშვილის მეცადინეობით, რომ პარტია არის ორად გახლეჩილი.

მე არამგონია იმ წინადადებაში, რომელსაც გუშინ მე მივეცი ასე ვთქვათ, გასაქანი და საჯარო გავხადე, ნებისმიერი იქ ჩამოთვლილი კომპონენტი არ შეიცავდეს რეალობას.  ეს იყო პასუხი და დადასტურება ერთობის ნებისა. ამ მანიფესტში რა ეწერება, როდესაც იქნება შესაძლებლობა, რომ გავეცნოთ, აქედან გამომდინარე შემეძლება მე  პასუხი გაგცეთ. არაფორმალური მმართველობა უნდა დასრულდეს პარტიაში. ნებისმიერი მანიფესტი, ნებისმიერი წინადადება უნდა ემსახურებოდეს პარტიაში არაფორმალური მმართველობის დასრულების შესაძლებლობას. ნებისმიერი მანიფესტი უნდა ასრულებდეს კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობას პარტიაში. თუ ნებისმიერი მანიფესტი ამ შესაძლებლობას აჩენს, ჩემი ხელმოწერა იქ იქნება." ამბობს მელია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი