
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ავდეევკასთვის ბრძოლაში, რუსეთის საოკუპაციო არმიის დანაკარგი დაახლოებით 10 000 ადამიანია. თუმცა, ზალუჟნი არ აკონკრეტებს საუბარია მხოლოდ დაღუპულებზე, თუ მათ შორის არიან დაჭრილებიც.
მისივე ინფორმაციით, ერთ თვეში 100-ზე მეტი რუსული ტანკი, 250 სხვა ჯავშანმანქანა, 50-მდე საარტილერიო სისტემა და შვიდი სუ-25 თვითმფრინავი გაანადგურეს ამავე რეგიონში.
ცნობისთვის, უკრაინული მხარის ცნობით, ნოემბერში რუსეთის ჯარების თითქმის 40 000-იანმა შემადგენლობამ ერთდროულად დაიწყო ავდეევკაზე შეტევა ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებიდან.
ავდეევკა დონეცკის გარეუბანია და ცხრა წლიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ იქ ძლიერი თავდაცვითი ხაზები ააგო.