კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი დარღვევისთვის, კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციისა და ომის პროპაგანდისთვის, კანადამ ახალი სანქციები დაუწესა 9 ფიზიკურ და 6 იურიდიულ პირს. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქცირებულები პირდაპირ უწყობენ ხელს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

„ჩვენ მოვუწოდებთ პუტინს და მის თანამშრომლებს, დაუყოვნებლივ დაასრულონ ეს გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას მთელ რეგიონში და უამრავ სიცოცხლეს" - აცხადებს კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მელანი ჯოლი.

სანქცირებულია: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი; გაზეთი "იზვესტია"; გაზეთი "პარლამენტსკაია გაზეტა"; REN-TV; 

ასევე:

იგორ ივანოვი [ რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი]; ივან ტიმოფეევი; ალექსანდრე ჩუბარიანი ; ალექსანდრე კონკოვი ანდრეი ილნიცკი; დიმიტრი სუსლოვი;  ანდრეი ასუშენცოვი; ოლეგ ბარაბანოვი; სარა ლვოვნა;
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი