საჰაერო თავდასხმა ოდესის რეგიონზე | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ოდესის რეგიონზე საჰაერო თავდასხმა იყო. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, განხორციელდა ორი დარტყმა:

„ამ დროისთვის ცნობილია სამი დაშავებული. ნანგრევებიდან 96 წლის ქალი ამოიყვანეს. ის ჰოსპიტალიზებულია. ასევე, მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა მოხუცმა (72 და 73 წლის), რომლებსაც ადგილზევე ჩაუტარდათ მკურნალობას“. წერს კიპერი

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ შავი ზღვიდან კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავები მიფრინავენ ოდესის რეგიონის (ქალაქი ჩერნომორსკი, ყოფილი ილიჩევსკი) მიმართულებით.

ვრცელდება დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტოები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი