"ახლა, ჩვენს დროში, სამყარო გზაჯვარედინზეა. ადგილობრივმა ომებმა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური კოლაფსი. ამა თუ იმ ერის მიერ განცდილმა ტანჯვამ შეიძლება მეზობელი ერები უფსკრულში გადაჩეხოს, მაგრამ მშვიდობა არ არის განწირული კატასტროფისთვის და ტანჯვისთვის. ჩვენ შეგვიძლია სწორი შემობრუნება!
კატასტროფების თავიდან აცილება და ერების ტანჯვის შეჩერება შეუძლია ყველას თანამშრომლობასა და ერთობას, ვინც ნამდვილად აფასებს მშვიდობას.
ამაში ყველა ერს ავს მნიშვნელობა. ყველა ხალხი თანასწორია და ყველა ხალხი იმსახურებს პატივისცემას. ეს მნიშვნელოვანია გახსოვდეთ. არ არსებობენ დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიოში რამის გადაწყვეტა ყველასთვის. ყველა ერი თანასწორია და თითოეული ერი იმსახურებს პატივისცემას. მხოლოდ ასეთ მიდგომას შეუძლია ყველა ბავშვის, ყველა ერის უფლების რეალიზება ისეთ სამყაროში, სადაც მშვიდობის მიღწევის უფრო მეტი მაგალითი იქნება, ვიდრე მისი განადგურების ისტორიები.... მადლობას ვუხდი საფრანგეთს და პირადად პრეზიდენტ მაკრონს გლობალური თანამშრომლობის ურყევი რწმენისთვის, ასეთი თანამშრომლობის ახალი ფორმატებისთვის, ამოუწურავი ენერგიისთვის მსოფლიოს გასაერთიანებლად...მადლობას ვუხდი ფორუმზე დამსწრე ყველა ლიდერს და ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ასევე აფასებენ ერთიანობას და კონსოლიდირებულ მუშაობას. ნაყოფიერი იყოს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა!
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პარიზის მშვიდობის ფორუმის მონაწილეებისთვის, ვიდეომიმართვისას.