გასულ დღეს რუსი ოკუპანტები ოდესის ოლქს დაესხნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი.
96 წლის ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ ორმა პირმა. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.
სამხრეთის თავდაცვის ძალების თქმით, ერთ-ერთი რაკეტა პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა.