IDF აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია "ჰამასის" მეთაური, რომელსაც საავადმყოფოში 1000-მდე მძევალი ჰყავდა

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღაზაში მოკლეს "ჰამასის" მეთაური, აჰმედ სიამი. IDF-ის თქმით, მას ღაზაში, რანთისის საავადმყოფოში, დაახლოებით 1 000 ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი.

IDF-ის ცნობითვე, სიამი, სხვა ტერორისტებთან ერთად, ღაზის ქალაქ ალ-ბურაქის სკოლაში იმალებოდა.​

"აჰმედ სიამი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ჰამასი" ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ტერორისტული მიზნებისთვის ადამიანურ ფარად იყენებს," - ნათქვამია განცხადებაში.​

ცნობისთვის, ორი დღის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ აჰმედ სიამს 1 000-მდე სამოქალაქო პირი რანთისის საავადმყოფოში მძევლად ჰყავდა აყვანილი და მათ სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდა. 

ისრაელი მოსახლეობას სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდებს, რადგან ჩრდილოეთ ნაწილი ინტენსიური ცეცხლის ქვეშაა და სახმელეთო ოპერაცია გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი