გურჯაანის მუნიციპალიტეტმა 57 ათასი ლარის ისეთი პროექტები შეისყიდა, რომლებიც უფუნქციოა | აუდიტი

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტმა 57 ათას 400 ლარის ისეთი პროექტები შეისყიდა, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს -  ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის 2021-2022 წლის აუდიტის ანგარიშში. 

მაგალითად, დასკვნაში წერია, რომ  2021 წელს სოფელ ვეჯინში ტურისტების მომსახურებისათვის მოეწყო ობიექტი, ღირებულებით − 38.4 ათასი ლარი. პროექტი გათვლილი იყო ტურისტების შესვენებისა და მომსახურებისათვის. ობიექტი არ ფუნქციონირებს – მისი ექსპლოატაციისათვის საჭიროა დამატებითი სამუშაოების შესრულება. მუნიციპალიტეტი გეგმავს ტერიტორიის კეთილმოწყობას, გადასახედის, მაგიდებისა და სკამების მოწყობას. 

2022 წელს კი სოფელ კოლაგში მოეწყო სკვერი, რომელიც ღირებულებით −19.0 ათასი ლარია. ობიექტი მდებარეობს დაუსახლებელ ადგილას, სოფლისაგან მოშორებით და მოსახლეობა მას ვერ იყენებს.  მუნიციპალიტეტის საქმიანობა ობიექტების საჭიროებისა და დასაბუთების მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების არასათანადო დაგეგმვის გამო, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 57.4 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს.

გარდა ამისა, გამოვლენილ დარღვევებში მოხვდა წინასწარი ანგარიშსწორების ხარვეზი, კერძოდ:

მერიამ არ დაიცვა ხელშეკრულებით მის მიერვე დადგენილი მოთხოვნები და არ გააკონტროლა შემსრულებლის მიერ ავანსის გამოყენების პროცესი. კერძოდ, დროულად არ მოსთხოვა სადაზღვევო კომპანიას ავანსის თანხა და დაკარგა გარანტირებული 21.3 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.

აუდიტი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების სისტემური ხარვეზი - ჯარიმების დარიცხვისა და ამოღების პროცესი წარიმართა ხარვეზებით და ადგილობრივმა ბიუჯეტმა ვერ მიიღო 782.2 ათასი ლარის შემოსავალი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი