
"ჰამასის" მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში სამი ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც საავადმყოფო გავიდა "მომსახურებიდან", მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის მუდმივი ცეცხლის ფონზე.
ახალშობილთა პალატაში ექიმები ახლა იძულებულნი არიან, ხელით ჩაატარონ ხელოვნური სუნთქვა 36 ახალშობილზე, რომლებსაც ისინი უვლიან, განუცხადა შაბათს CNN-ს "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ექიმმა მუნირ ალ-ბურშმა.
ბურშმა ასევე თქვა, რომ საავადმყოფო ოთხივე მხრიდან იყო გარშემორტყმული და რომ 400 ადამიანი მკურნალობდა საავადმყოფოში და დაახლოებით 20,000 დევნილი ადამიანი ეძებს თავშესაფარს იქ.
"ინტენსიური თერაპიის განყოფილებამ, პედიატრიულმა განყოფილებამ და ჟანგბადის აპარატებმა შეწყვიტეს მუშაობა", - თქვა ექიმმა ქიდრამ.