რუსეთი ქართული კონიაკის ნედლეულის იმპორტისთვის პირობების გამარტივებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

გამოცემა "იზვესტია" წერს, რომ საქართველოდან რუსეთში კონიაკის დისტილატის იმპორტი შესაძლოა გამარტივდეს, რათა თავიდან აიცილონ სასმლის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის დეფიციტი. 

გამოცემა ამბობს, რომ ამ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ალკოლოჰლისა და თამბქაოს ბაზრების კონტროლის სამსახურმა (Росалкогольтабакконтроль) ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის გაგზავნილ წერილში. მანამდე "სოიუზკონიაკი" ითხოვდა საქართველოდან კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივებას ნედლეულის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად.

ამჟამად რუსეთში იმპორტირებული ქართული ნედლეული სხვა ქვეყნების პროდუქტებთან შედარებით უფრო მკაცრ კონტროლს გადის. რუსეთში ლაბორატორიული ტესტების ჩატარების შემდეგ, ფედერალური საბაჟო კონიაკის დისტილატის თითოეულ პარტიას ცალ-ცალკე აფორმებს. გარდა ამისა, პროდუქციის შეტანა რუსეთში მხოლოდ იმ მწარმოებლებს შეუძლიათ, რომლებმაც გაიარეს ინსპექტირება როსპოტრებნადზორის მიერ. 

"კონიაკის დისტილატის მიწოდება, შუამავალი ლოგისტიკური და ფინანსური ხარჯების გვერდის ავლით სატრანზიტო ქვეყნების მეშვეობით (როგორიცაა სომხეთი), უშუალოდ მწარმოებლისგან საქართველოდან, ეკონომიკურად უფრო მომგებიანია მიმღებისთვის", - ნათქვამია ფედერალური სამსახურის წერილში ფინანსთა სამინისტროსადმი.

"იზვესტიას" ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კონიაკის დისტილატის გამარტივებული იმპორტის შესაძლებლობის საკითხი ამჟამად მთავრობის დონეზე მუშავდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი