ყოფილი პოლიციელები სისტემას ამხელენ | 2020 წლიდან ამ წლის 1 სექტემბრამდე შსს 7 322-მა თანამშრომელმა დატოვა

გამოქვეყნდა:

ყოფილი პოლიციელები სისტემას ამხელენ - შინაგან საქმეთა სამინისტროდან იძულებით წამოსულები "მთავართან" ღიად ყვებიან, რომ ხშირად ისეთი დაკვეთების შესრულება უწევდათ, რაც სამსახურებრივად არ ევალებოდათ.

მათი დათხოვნის მიზეზი ხდებოდა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებიც. პოლიტიკური დაკვეთებისა და უკანონო ბრძანებების შესრულებაზე, ასევე არჩევნებში ხმების მობილიზებაზე უარი საკმარისი მიზეზია სამსახური დაატოვებინონ და განცხადებაც იძულებით დააწერინონ. უკანონო ბრძანების გამცემები კი ისევ სისტემაში და მაღალ თანამდებებზე რჩებიან.

ყოფილი პოლიციელები ამბობენ, რომ რთული ვითარებაა საპატრულო პოლიციაშიც, რომელსაც კადრები მასიურად ტოვებენ. სისტემიდან გამოქცეულები თავშესაფარს უცხოეთში ეძებენ. ზოგმა საოცნებო ამერიკაში მექსიკის გავლით ჩააღწია, ზოგი კი ახლა ემზადება ამ გზის გასავლელად.

7 332  ამ რაოდენობის თანამშრომელმა დატოვა 2020 წლიდან ამ წლის 1 სექტემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო.  ინფორმაცია უწყებამ "რადიო თავისუფლებას" მიაწოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი