"რა უნდათ ძველ თბილისელებს, ვინ არიან ეგენი" | პატიმარი ყვება, რომ მას შემდეგ დააკავეს, რაც "ოცნებისთვის" ხმების მობილიზებაზე თქვა უარი

გამოქვეყნდა:

სისტემას ამხელს პატიმარიც - "მთავარი არხის" რესპონდენტი ყვება, რომ მას შემდეგ დააკავეს, რაც არჩევნებში მმართველი გუნდის სასარგებლოდ ხმების მობილიზებაზე თქვა უარი. ის ახლაც ციხეშია. პიროვნება "მთავარ არხს" თავად დაუკავშირდა და გაიხსენა როგორ სთხოვდნენ თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის თანამშრომლები ქუჩური მეთოდებით 2020 წლის არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობას.

უარი, როგორც თავად ამბობს, პატიმრობად დაუჯდა და მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად დღემდე ციხეშია. მუქარა, დაშინება და ოჯახის წევრებით შანტაჟი.

არჩევნები ახლოვდება და ჩვენი რესპონდენტი არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდადებულები ისევ გაახსენდეს "ოცნებას" საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი