შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომლის სისტემიდანაც პროფესიონალი კადრები გარბიან, ცოდნას საჯარო მმართველობაში იღრმავებს. ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება მმართველი გუნდის წევრებს შორის. აქ ხშირად აბარებენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებიც და მაღალჩინოსნებიც.
50-ზე მეტი მსურველიდან "გეპეის" საჯარო მმართველობის დოქტორანტურაზე 12 საუკეთესო მოხვდა. შს მინისტრის მოადგილე, პრემიერის ქვისლი - ლევან სანამაშვილი, დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის სიძე - კოტე ხიდირბეგიშვილი, განათლების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი - მარიამ ძიძიგური.
შს მინისტრის მოადგილემ გაგვიმხილა თემა, რომელზეც მომდევნო 3 წელი აპირებს იმუშაოს - გეგმავს სამეცნიერო ნაშრომი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ მოამზადოს.
ნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის დოქტორანტურაზე მოხვედრილების მოკლე და საინტერესო სია სიუჟეტში.