შაქარაშვილის საქმის ერთ ერთი ბრალდებულის ტელეფონიდან მონაცემები წაშალეს - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ -ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის მობილურ ტელეფონში 8 ივნისის შემდგომი ყველა ინფორმაცია წაშალა.

"მთავარი საგამოძიებო უწყება გამამართლებელი მტკიცებულებების განადგურებაში "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, რევაზიშვილის ადვოკატმა დაადანაშაულა.

ადვოკატი ამბობს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას ტელეფონის გამხსნელი პაროლი თავადვე მიაწოდა იმ მოლოდინით, რომ სიმართლის დადგენაში დაეხმარებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ გამოძიებას წაშლილი ინფორმაცია აღედგინა, ტელეფონში არსებული მონაცემები წაშალა:

მობილურ ტელეფონში გააქტიურებული ჰქონდა ადგილმდებარეობის დამდგენი ფუნქციონალი (Location სისტემა) და მის ანგარიშზე ინახებოდა 19 ივნისის მისი ფეხით გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. მობილური ტელეფონი თავად ნიკა რევაზიშვილის მიერ წარდგენილ იქნება გამოძიებაში 22 ივნისს, გამოძიების დაწყებიდან მე-4 დღეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ტელეფონს ვერ ხსნიდნენ იმიტომ რომ არ იცოდნენ გამხსნელი პაროლი და 28 ივლისს ნიკა რევაზიშვილი შეხვდა პენიტენციურ დაწესებულებაში თბილისის პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც მან მიაწოდა ტელეფონის გამხსნელი პაროლი

28 ივლისს ინიშნება ტელეფონზე საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

შედეგი არის ის რომ 28 ივლისს ჩვენ დადგენილი გვაქვს კონკრეტული აიპი მისამართი, საიდანაც განხორციელდა შეღწევა მის გუგლ სისტემაში და მოხდა 8 ივნისის შემდგომი ყველა ინფორმაციის წაშლა" ამბობს ადვოკატი შოთა კახიძე "მთავარ აქცენეტებში"

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე  სულ 17 პირია დაკავებული. 5 ბრალდებულს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს პროკურატურამ 11 აგვისტოს ბრალი დაუმძიმა და მათ სსკ-ს 109-ე, მუხლს, დამამძიმებელ გარემოებებში,  განზრახ მკვლელობას ედავებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი