თავდაცვის ძალები უპასუხებენ ხერსონსა და რეგიონზე თავდასხმებს | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ტრადიციული ვიდეო მიმართვის დროს გამოეხმაურა რუსების მიერ ხერსონის დაბომბვას. ეს მოხდა მისი გათავისუფლებიდან 1 წლისთავის დღეს. 

"რა თქმა უნდა, ჩვენი უშიშროების და თავდაცვის ძალები უპასუხებენ რუსეთის არმიის თავდასხმებს ხერსონსა და ხერსონის რაიონის სოფლებზე, როგორც ეს ყოველთვის ხდება", - თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ წინა დღით ხელი მოაწერა განკარგულებას სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის შესახებ ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამოირჩეოდნენ ხერსონის ოლქის დაცვისას. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი