რუსეთის რიაზანის რეგიონში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის რკინიგზა აცხადებს, რომ "არაუფლებამოსილი პირების ჩარევის" შედეგად, რიაზანის რეგიონში სატვირთო მატარებლის 19 ვაგონი რელსებიდან გადავიდა. მათივე ცნობით, ამას გავლენა არ მოუხდენია სამგზავრო მატარებლების მოძრაობაზე. 

ინციდენტის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო მძღოლის თანაშემწემ. 

РБК-ს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებული წყარო ეუბნება, რომ ვაგონების რელსებიდან გადავარდნა მოხდა ლიანდაგზე აფეთქების გამო.

ტელეგრამის არხი "112" ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ ლიანდაგის ნაწილი განადგურებულია. წყაროები ადასტურებენ, რომ ინციდენტის შედეგად რკინიგზის ლიანდაგი დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი