
ისლანდიაში, ქალაქ გრინდავიკში მიწისძვრების შედეგად გამოწვეული ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ისლანდიის ხელისუფლებამ გრინდავიკის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანებაც გასცა.
ისლანდიის მეტეოროლოგიურ ოფისის ცნობით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ან მის მახლობლად ვულკანის ამოფრქვევის მნიშვნელოვანი რისკი არსებობს და ამოფრქვევა შეიძლება უახლოეს დღეებში, ნებისმიერ დროს, დაიწყოს.
ბოლო კვირებში ვულკან "ფაგრადალსფიადლის" გარშემო ათასობით ბიძგი დაფიქსირდა. ის 2021 წლის ამოფრქვევამდე, 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო.