"ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის ღალატის პოლიტიკა" | ბარამიძე ღარიბაშვილის პარიზში გაკეთებულ განცხადებებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლება მოღალატეობრივ პოლიტიკას ატარებს - ასე შეაფასა  ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ პარიზში, პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს არა არგაღიზიანების, არამედ  „შეგნებულად ოკუპაციის არდანახვის“ და „ოკუპაციასთან შემრიგებლური“ პოლიტიკაა. 

შეგახსენებთ, პარიზის ფორუმის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი ისაუბრა "ოცნების" ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილ მშვიდობაზე და მაშინ, როდესაც ოკუპანტების მორიგი მსხვერპლი თამაზ გინტური ჯერ დაკრძალულიც არ იყო, ერთხელაც არ უხსენებია ეს ფაქტი  და არაფერი უთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობების, პროვოკაციებისა თუ მცოცავი ანექსიის შესახებ, რომლის დროსაც ოკუპანტი ქვეყანა უომრად ითვისებს საქართველოს ტერიტორიებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი