"ჰეზბოლა" ლიბანს ომში ითრევს...რასაც ახლა ღაზაში ვაკეთებთ, ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ, ბეირუთშიც | გალანტი

გამოქვეყნდა:

ლიბანური შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებით, ისრაელთან ფრონტი აქტიური დარჩება. ეს არის ნასრალას  მეორე სიტყვით გამოსვლა ისრაელსა და "ჰამასს" შორის საომარი მოქმედებების დაწყებიდან.

მისი თქმით "ჰეზბოლას" შეიარაღებულმა ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ შეიარაღების ახალი სახეობები გამოიყენა და ახალ სამიზნეებზე განახორციელა დარტყმები. მისივე მტკიცებით, პირველად გამოიყენეს რაკეტა  "ბურკანი" და საბრძოლო დრონები.

ნასრალას პასუხად განცხადება გააკეთა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.  იოავ გალანტის თქმით  "ჰეზბოლა" ლიბანს ომში ითრევს და ეს ძვირად დაუჯდება თავად ლიბანის მოსახლეობას:

"ლიბანის მოქალაქეებს ვეუბნები, უკვე ვხედავ ღაზის მოქალაქეებს თეთრი დროშებით, რომლებიც სანაპიროს გასწვრივ მიდიან და სამხრეთით მიემართებიან. "ჰეზბოლა" ითრევს ლიბანს ომში, რომელიც შეიძლება მოხდეს და ის შეცდომას უშვებს. თუ ასეთ ზომებს უშვებს, პირველ რიგში, ამ ფასს ლიბანის მოქალაქეები გადაიხდიან. რასაც ახლა ღაზაში ვაკეთებთ, ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ, ბეირუთშიც. ისრაელის საჰაერო ძალები თავისი რესურსების მეათედზე ნაკლებს იყენებს ღაზის სექტორში" - ამბობს გალანტი. 

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობის დაწყება გამოაცხადა.
 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი