
დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში, ოკუპანტების შტაბში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი რუსი ოფიცერი დაიღუპა - ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. აფეთქება გუშინ, 11 ნოემბერს მოხდა:
„2023 წლის 11 ნოემბერს, დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება გაისმა. შურისძიების აქტი, რომელიც ადგილობრივი წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებმა განახორციელეს, რუსების მიერ ოკუპირებული „ახალი ფოსტის“ შენობაში მოხდა. დმიტრო დონცოვის ქუჩაზე“, - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.
სწორედ აღნიშნულ შენობაში ჰქონდათ რუსებს მოწყობილი თავიანთი შტაბი. თავდასხმა კი რუსული FSB-ისა და Rosguard-ის ოფიცრების შეხვედრის დროს მოხდა.
"ოკუპანტების შტაბში მომხდარი აფეთქების შედეგად ლიკვიდირებულია რუსეთის გვარდიის სულ მცირე სამი ოფიცერი. მტრის სხვა დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - იუწყება უკრაინის დაზვერვა.