
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან გასროლილი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით ექვსი ადამიანი დაიჭრა. ყველა მათგანი ისრაელის ელექტრო კორპორაციის თანამშრომელია. ერთ-ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია. ისრაელმა საპასუხო ცეცხლი გახსნა.
კომპანიის ინფორმაციით, მათი თანამშრომლები დოვევის დასახლების მახლობლად, ლიბანის წინა დაბომბვის შედეგად დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებს არემონტებდნენ, რა დროსაც თავდასხმა მოხდა.
ამასთან, ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალების ცნობით, წუხელ ისრაელის საზღვართან დაიჭრა გაეროს ერთი მშვიდობისმყოფელი, რომლის ვინაობაც უცნობია. ის ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაშია.
ისრაელის სამხედროებმა ასევე დაარტყეს ლიბანის სამოქალაქო ტერიტორიაზე იმ ადგილს, საიდანაც რაკეტების გაშვებას გეგმავდნენ.