რეპრესიები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში | 50-მდე ექიმი სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

რეპრესიები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კლინიკიდან 50-მდე ექიმი სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და როგორც ისინი ამბობენ, მიზეზად უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაციები დაუსახელეს. კითხვაზე, იგულისხმება თუ არა უსაფრთხოების სამსახურში სუს-ი? ექიმებს უპასუხეს, რომ არა და საუბარია საავადმყოფოს შიდა უსაფრთხოების სამსახურზე.

"არც გათავისუფლების განცხადება არ გვინახავს ჩვენ, ოფიციალური მიზეზი მოვითხოვეთ და მიზეზიც არ უთქვამთ ჩვენთვის. მიზეზად დაგვისახელეს, რომ  დაგვბლოკა უსაფრთხოების სამსახურმა. ხოლო კითხვაზე: ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუს-ი თუ სხვა, გვიპასუხეს, რომ სუს-ი არ იყო, ეს არის უსაფრთხოების სამსახური, ანუ გამოდის, რომ დაცვის სამსახურმა დაგვბლოკა მოქმედი ექიმები" , - ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული ექიმი.

რუხის კლინიკაში გამოთავისუფლებულ ადგილებზე კი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ჩაყვანილი ექიმები დანიშნეს.  

ექიმების გათავისუფლების პარალელურად, ოპოზიცია სამედიცინო დაწესებულებაში ე.წ  შავ ბუღალტერიაზე და კორუფციაზე საუბრობს. 

ავტორი: ემა გოგოხია
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი