ლომისას მცველი | მტერთან შეურიგებელი ერთი კაცის გმირობა

გამოქვეყნდა:

ლომისას მცველი, რომელმაც ნამუსი შეუნახა თავის სოფელს, თავის სალოცავს, თავის ქვეყანას. არც მამა-პაპის სისხლით მორწყული მიწა დაუთმო ოკუპანტს და არც წმინდა სალოცავის კარი არ ააჭედინა რუსის ჯარისკაცს. ის რომ დღეს ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ქვეყანა, გვაქვს სარწმუნოება და ჩვენ სალოცავებში ჯერ კიდევ ქართულ ენაზეა წირვა, სწორედ თამაზ გინტურისნაირი გმირების დამსახურებაა. სწორედ მათი შეუდრეკელი ბრძოლით, მათი ჟინით და სამშობლოს უკიდეგანო სიყვარულით თუ მოაღწია დღემდე თითოეულმა ჩვენგანმა. 

სიტყვები - "ლომისა შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას შევ**" - ყველაფერს იმას იტევს, რისთვისაც ღირს ბრძოლა, რისთვისაც ღირს სიცოცხლე და რის გამოც არასდროს არ უნდა დავნებდეთ მტერს.

თამაზ გინტური იმ ავბედით დღეს ლომისას სალოცავში  მხოლოდ რწმენითა და სამშობლოს უკიდეგანო სიყვარულით შეიარაღებული ავიდა. რუსებმა ის სწორედ სამშობლოს სიყვარულისთვის  მოკლეს და ეს ცინიკურად სწორედ მართლმადიდებლურ სალოცავთან გააკეთეს. 

რუსულ იმპერიალიზმს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს და არც ჰქონია. მათთვის რწმენა, ლოცვა, ჯვარი, ღირსება, ადამიანობა ფუჭი სიტყვებია, და მხოლოდ  მაშინ ახსენდებათ ხოლმე ოკუპანტებს, როცა ავტომატის ვაზნაში ტყვიები უთავდებათ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი