სპეცსამსახურების აგენტი, თუ დისიდენტი ანტიპუტინისტი? | კირბალიდან გაუჩინარებული რუსეთის მოქალაქე

გამოქვეყნდა:

ბოლო დღეებში ფარდა აეხადა კირბალში მომხდარ ერთ ძალიან უცნაურ ფაქტს - 12 ოქტომბერს სოფელში, რომელიც საოკუპაციო ზოლს ესაზღვრება და სადაც ყველა მოქალაქის შესვლა - გამოსვლას შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ,  რუსეთის მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები ანტიპუტინისტი დისიდენტი ჩავიდა.  ავიდა ლომისას სალოცავზე, მალე გამოჩნდნენ რუსი ოკუპანტები, გამოელაპარაკნენ და წაიყვანეს. 

თითქმის ერთი თვის შემდეგ ირკვევა, რომ კირბალიდან გაუჩინარებული რუსეთის მოქალაქე სავარაუდოდ ვლადიკავკაზის იზოლატორშია. 

არსებობს ვერსია, რომ რაფაილ შეპელევი შესაძლოა ყოფილიყო ეფესბეს აგენტი, ან შესაძლოა დისიდენტ ანტიპუტინისტს აშანტაჟებდნენ ოჯახით და იძულებით გადაიყვანეს მეორე მხარეს. დაახლოებით ისე, როგორც ეს აფგან მუხთრალის საქმეში მოხდა. არსებობის უფლება აქვს იმასაც, რომ შეპელევი საერთოდ მოიტაცეს საქართველოს ტერიტორიიდან და ტაქსით კირბალში ჩასული რუსულენოვანი მამაკაცი სულ სხვა ვიღაც იყო. ამ იდუმალი ისტორიიდან მეორე დღეს, უკვე 13 ოქტომბერს ცენტრალური აზიის ერთ-ერთი რესპუბლიკიდან გაქრა იქ მცხოვრები რუსი დისიდენტი, 16 ოქტომბერს იგივე გადახდა თავს ყაზახეთში გაქცეულ ანტიპუტინისტსაც.  ორივე მოგვიანებით რუსეთის ციხეებში აღმოჩნდნენ ნაწამები. რა მოხდა სინამდვილეში ამაზე პასუხის გაცემა ერთი ჟურნალისტური გამოძიებით ძნელია, მაგრამ რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ  დღეს კაცმა არ იცის ვინ შემოდის საქართველოში, ვინ გადის, აქ რას აკეთებს და არც ამ ყველაფრის მომკითხავია ვინმე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი