გასულ კვირას ბრიუსელის მხრიდან საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით გაცემული დადებითი რეკომენდაცია ნამდვილად ისტორიული მოვლენა იყო. ცხადია ეს რეკომენდაცია ვერ და არ ჩაანაცვლებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებას, რაც ევროკავშირმა სულ მალე, 15 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს, მაგრამ უდაოდ არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. და არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის. პირველად, არსებობის მანძილზე ევროკავშირი ამბობს, რომ ის მზადაა გაფართოვდეს იმ ქვეყანაში, რომელსაც ის უშუალოდ არ ესაზღვრება.