"ჩვენ პოლიტიკურ კონსულტანტს, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე - ბენ მალეტის, რუსული ოცნება საზღვარზე არ უშვებს.
რამდენიმე დღის წინ, ბენი საქართველოში ერთხელ უკვე იყო. ჩვენს ოფისებზე, პოლიტიკოსებზე თვალთვალისას აღმოაჩინეს, რომ ბენ მალეტი ჩვენთან დადიოდა, გაიგეს რომ უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალია, რომელსაც უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და შესაბამისად დღეს, ჩაატარეს სპეცოპერაცია. შეშინებული და დამფრთხალი ხელისუფლების ნამოქმედარია უდაოდ!!!
სწორად გეშინიათ, აბსოლუტურად ყველა რესურს ჩავდებთ, რომ რუსი მოღალატეები, სამშობლოს გამყიდველი კორუმპირებულები მოშორდეთ ქვეყანას"
წერს ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი