"მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და მომავალშიც ეს დამოკიდებულება გაგრძელდება. პირველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გაატარებს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რაც არ უნდა მოწოდებები და ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის".
ამბობს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს ლავროვის განცხადება ევროკავშირის მისამართით გაკეთებული მუქარაა თუ საქართველოს.