რუსეთში ორმა პოლიციელმა სცემა მოქალაქეს, რომელიც ერთ-ერთ მათგანს ცემისთვის უჩიოდა

გამოქვეყნდა:

გამოცემა "მედიაზონის" ინფორმაციით, რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში უბნის ინსპექტორებმა (40 წლის ლუდმილა პახნევამ და 37 წლის მაქსიმ მოხნატკინიმ) იმ მოქალაქე სცემეს, რომელიც ერთ-ერთ მათგანს ცემის გამო უჩიოდა.

გამომძიებლების თქმით, 2023 წლის თებერვალში პოლიციელი მაქსიმ მოხნატკინი მოქალაქე სერგეი უსოვთან სახლში მივიდა და პირადი მოტივების გამო სცემა. ამის შემდეგ, აპრილში, უსოვმა პოლიციას მიმართა და აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობა. რამდენიმე დღეში მასთან სახლში მოხნატკინი პოლიციელ ლუდმილა პახნევასთან ერთად მივიდა და უსოვა ისევ სცემეს.

როგორც "მედიაზონა" წერს, პოლიციელებმა უსოვს საკუთარი ტელეფონის კბილებით დაღრღნაც კი აიძულეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. დაზარალებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში 10 დღე გაატარა.

ამ ყოველივეს შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ФСБ-მ პოლიციელები დაიჭირეს. მათ ბრალი წამებისა და ძალაუფლების გადამეტების მუხლებით წარუდგინეს. საქმეს ვოლოგდას რეგიონის ველიკი უსტიუგის რაიონული სასამართლო განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი