ხელისუფლება საარჩევნო ბარიერის დაწევას არ აპირებს | "ოცნების" მორიგი ტყუილი და თავის მართლება

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებას" სიტყვები უკან მიაქვს. ხელისუფლება საარჩევნო ბარიერის დაწევაზე პარტნიორებისთვის გაცემული პირობის შესრულებას აღარ გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 5 პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება, რაც ზრდის ალბათობას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში მხოლოდ 2 ან სამი პარტია ვიხილოთ.

არადა, ჯერ კიდევ შარშან, ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე "ოცნების" ცენტრალურ ოფისში საჯაროდ დადო პირობა, რომ უმრავლესობა კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვავაში მოქმედ 5 პროცენტიან ბარიერს 2 პროცენტამდე დაწევდა და ამ ნაბიჯით პატარა პარტიებს გზა გაეხსნებოდათ თითოეული მოქალაქის ხმა საკანონმდებლო ორგანოში გაეჟღერებინათ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი