
საქართველო კიდევ ერთ გმირს გლოვობს. ირაკლი ქურციკიძის ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ. ახალგაზრდა მებრძოლი, რომლის სიმამაცის შესახებ არამხოლოდ თანამებრძოლებმა იცოდნენ, ბახმუტთან დაბომბვისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკრაინაში ირაკლი ომის პირველივე თვეებიდან იბრძოდა და სიკვდილამდე არაერთი ადამიანის გადარჩენა შეძლო. ქართველი მებრძოლი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე და გორის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო.
ავტორი: საბა ბუაძე