ბორელი ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ექვს ქვეყანაში ჩავა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის არაბულ სახელმწიფოებს ეწვევა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა და განმარტა, რომ ვიზიტის ფარგლებში ის ღაზაში მიმდინარე კონფლიქტს რეგიონის ლიდერებთან ერთად განიხილავს.

"ამ კვირაში გავემგზავრები ისრაელში, პალესტინაში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, კატარსა და იორდანიაში, რათა განვიხილო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და სხვა პოლიტიკური საკითხები რეგიონის ლიდერებთან.

ჩვენ გვჭირდება ორი სახელმწიფოს პრინციპზე მოქმედი გადაწყვეტისკენ მიმართული პოლიტიკური ჰორიზონტი. ამის მიღწევა მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება," - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე [ყოფილი Twitter].

აღსანიშნავია, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის მნიშნელოვნად გაუარესებულია.
ისრალის თავდასხმების შედეგად ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 11 000 ადამიანს გადააჭარბა. 

კვირას გაკეთებულ განცხადებაში ბორელმა ღაზაში გამწვავებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო "ღრმა შეშფოთება" გამოხატა და მხარეებს "საომარი მოქმედებების დაუყონებლივი შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნის შექმნისაკენ" მოუწოდა. 

ისრაელი ღაზას 38 დღის წინ დაესხა. ამ დროისთვის მინიმუმ 11 180 პალესტინელია მოკლული; მათ შორის 7 700-ზე მეტი ბავშვი და ქალია, ხოლო 28 200 პირზე მეტი დაჭრილია. მონაცემებს პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ. 

ისრაელის საჰაერო თუ სახმელეთ თავდასხმების შედეგად, ათასობით შენობა, მათ შორის საავადმყოფოები, მეჩეთები და ეკლესიები, დაზიანდა ან სრულად განადგურდა. 

ამ დროისთვის ისრაელის მხარეს გარდაცვლილთა რაოდენობა 1 200-ს აღწევს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი