
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2018-2023 წლებში თბილისის მერიამ 20 მილიონ ლარამდე დახარჯა სააგენტოზე, რომელიც მეტწილად მის პიარს ემსახურება.
ორგანიზაციის ცნობით, 2021 წელს დამზადებული და გავრცელებული 171 ვიდეორგოლიდან, 101 მერიის საიმიჯო რგოლი იყო, საინფორმაციო კი მხოლოდ 67.
"2018-2023 წლებში ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს დასაფინანსებლად თბილისის მერიამ 19.7 მილიონი ლარი გამოყო. 3.7 მილიონი ლარი სააგენტოში დასაქმებული 18 პირის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა, ხოლო დირექტორის ხელფასი 2-ჯერ აღემატება თბილისის მერის ხელფასს.
კომუნიკაციის სააგენტოსთვის ფინანსები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით გამოიყოფა, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია დიდწილად მერიის პიარს ემსახურება.
მაგალითად, 2021 წელს დამზადებული და გავრცელებული 171 ვიდეორგოლიდან, 101 მერიის საიმიჯო რგოლი იყო, საინფორმაციო კი მხოლოდ 67", - წერს ორგანიზაცია.