EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს მიმდინარე კვირას გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის “ბოლო დეტალებს” ათანხმებენ. აღნიშნული პაკეტის ქვეშ სავარაუდოდ რუსული ბრილიანტი მოექცევა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს

მისი თქმით, ევროკომისია სანქციების ახალ პაკეტს ოთხშაბათს დაამტკიცებს. ამის შემდეგ იგი გადაეცემა ევროკავშირის საბჭოს, სადაც გაერთიანების 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პაკეტს განიხილავენ და დაამტკიცებენ. 

“მეთორმეტე პაკეტში შევა ახალი საექსპორტო აკრძალვები, მათ შორის ბრილიანტზე;  გამკაცრდება ნავთობის ზღვრული ფასი, რათა რუსეთს ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს; და [ახალი პაკეტი] შეებრძოლება სანქციებისთვის გვერდის ავლის [გზებს],” - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. 

მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქიცების 11 პაკეტი გამოსცა, რათა ოკუპანტი ძალის მიერ ომის დაფინანსებას ხელი შეუშალოს. სანქციები მრავალ სექტორში გავრცელდა და უკვე 1 800 ინდივიდსა და სუბიექტზე გავრცელდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი