"ჰამასმა ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა" | გალანტი

გამოქვეყნდა:

"ჰამასმა ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა" - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები "წინ მიიწევენ გეგმის მიხედვით და ასრულებენ ამოცანებს ზუსტად".

"ჰამასს არ აქვს ძალა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების შეჩერება შეუძლია. IDF მიიწევს ყველა პუნქტამდე. ჰამასის ორგანიზაციამ ღაზაზე კონტროლი დაკარგა. ტერორისტები სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს ჰამასის ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ", - ამბობს გალანტი.

შეგახსენებთ,  რომ მედიის ცნობით,  ისრაელის თავდაცვამ ღაზაში "ჰამასის" ე.წ. პარლამენტის შენობა აიღო.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობის დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი