ნოემბრიდან Georgian Airways თბილისიდან მაჰაჩყალაში იწყებს ფრენებს | მედია

გამოქვეყნდა:

"ეხო კავკაზა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მაჰაჩყალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს. ინფორმაცია რუსეთის ქალაქის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა. 

განრიგში აღნიშნულია, რომ რეისები 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

მედია წერს, რომ მანამდე ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის "ტელეგრამის არხზე" გავრცელდა ინფორმაცია, რომ Georgian Airways გეგმავს ფრენების განხორციელებას თბილისსა და მაჰაჩყალას, ასევე თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს შორის (10 დეკემბრიდან), ბათუმსა და მოსკოვს შორის (12 დეკემბრიდან) შორის.

კომპანიას და რუსეთის ხელისუფლებას ჯერ აღნიშნულზე განცხადება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი