
23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დიდ შეკრებას და ვლინდება ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან - აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე. მისივე თქმით, შეკრებაზე იგეგმება იმ მანიფესტზე ხელმოწერაც, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა
„მოახლოვდა 23 ნოემბერი, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აპირებს დიდ შეკრებას და მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან ვლინდება ხელის შეშლა. ჩვენ მივმართეთ არაერთ სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებას, როგორიც არის ახალი სპორტის სასახლე, მივმართეთ ასევე ძველი სპორტის სასახლის იჯარით აღებისთვის მფლობელ კომპანიას და სამწუხაროდ, მათგან ჩვენ გვეთქვა უარი. მაშინ, როცა „ალტ ინფო“, რუსულ ძალებს არ აქვთ არანაირი შეფერხება საკუთარი შეკრებები ჩაატარონ, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ შენობებში, მაგალითისთვის, ეს იყო თელავის თეატრი, გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევენ პროდასავლურ ძალებს, მოვაწყოთ შეკრებები და ღირსეულად აღვნიშნოთ „ვარდების რევოლუციის” 20 წლის თავი...
ერთ-ერთი იქნება ეს მანიფესტი, მანიფესტთან ერთად, ჩვენს შეკრებაზე იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები“. თქვა კირკიტაძემ.