ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს უკვე აცნობა. სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ფაშინიანი ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა და "იმედი გამოთქვა, რომ ОДКБ-ს პარტნიორები გაგებით მოეკიდებიან გადაწყვეტილებას".

კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესია მინსკში 23 ნოემბერსაა დაგეგმილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი