ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები - განაცხადა "ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის პასუხად პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
გოცირიძემ დისკუსიის დროს, ბიუროს მიმართა, რომ განიხილონ მისი კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის შესახებ, ასევე ელისო ბოლქვაძის წინადადება პარლამენტში როიალის შეტანასთან დაკავშირებით.
ბოლქვაძის თქმით, როიალის დადგმასთან დაკავშირებით "ძალიან ბევრი სპეკულაცია ისმის":
„ძალიან ბევრი სპეკულაციებია ამ როიალის დადგმასთან დაკავშირებით. როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება“, - თქვა ბოლქვაძემ.