
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე განათლების მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სკოლებში უფასო კვებას შეეხებოდა.
გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ "ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ თქვენ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენის ადამიანისთვის სახელმწიფო აფინანსებს." მისივე თქმით, ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული და სხვა საკითხებია მოსაგვარებელი.
წითლიძე კი ამბობს, რომ ამილახვარი ვერ დაასახელებს ევროპულ ქვეყანას, სადაც პრემიერმინისტრს, რომლის ქვეყანაშიც 35% ბავშვების შიმშილობს, ჩარტერით ჩაჰყავს საკუთარი შვილი ამერიკაში.
"არ ვიცი ვინ ჰყავს მრჩეველი განათლების მინისტრს, მაგრამ განათლების მინისტრი ვერ დაასახელებს ვერცერთ ევროპულ ქვეყანას, სადაც პრემიერმინისტრს, რომლის ქვეყანაშიც 35% ბავშვების შიმშილობს სამთავრობო თვითმფრინავით, ჩარტერით ჩაჰყავს საკუთარი შვილი, პენსიონერი მამის ნაჩუქარი ფულით, ამერიკაში. ქვეყანაში, სადაც 35% ბავშვების სრულად შიმშილობს და 77% ამბობს, რომ განიცდის ნაწილობრივ შიმშილს, განათლების სამინისტროს მართებს ბევრად მეტი ოპერატიულობა იმისი, რომ უფასო კვების პროგრამა დაიწყოს სწრაფად და ხარისხიანად. და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში წლობით იწელება, არ არის არგუმენტი განათლების სამინისტროსთვის," - ამბობს წითლიძე.
ასევე ნახეთ: